რად აქციეს პოლიცია - ვინ დასდევს ხალხს?
პოლიცია სათამაშო მამლებს, პირბადეებს, მეგაფონებს, ქუდებს, დროშებს დასდევს და არა ნამდვილ დამნაშავეებს - ასეთია იმ ადამიანების შესასება, რომლებიც 1 წელია, ქუცაში დგანან და ევროპულ მომავალს იცავენ.
პროტესტმა მიაღწია ყველა ოჯახამდე , თუმცა კანონის დაცვაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები, რომლებიც ადრე 88%-იანი ნდობით სარგებლობდნენ, ჯერ კიდევ არ აღიარებენ პროტესტის მასშტაბს.
თბილისის მერიიდან ევროინტეგრაციის პეტიციაზე ხელმოწერის გამო გათავისუფლებული თანამშრომელი, ანა კომლაძე ყოველდღე რუსთაველზე სხვადასხვა შინაარსის პლაკატით მიდის. პოლიციის მაღალჩინოსნების მანქანების წინ დგება და პოლიციელებს იმ წესების დაცვისკენ მოუწოდებს, რომელიც კანონში უწერიათ.
ანა კომლაძეს მდუმარე პროტესტის გამოხატვის უფლებას აძლევენ, მაგრამ ხმაურს უკრძალავენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ყოფილი საჯარო მოხელე გააძევეს, იმის გამო რომ ლადო ასათიანის ლექს ხმამაღლა უკითხავდა პოლიციელებს.
გელა გელაძის უწყებაში ან სერიოზული საკადრო კრიზისი აქვთ, ან ძველი, გამოცდილი თანამშრომლები უკვე აღარ ასრულებდნენ დავალებებს და ამიტომ ხალხის დევნას რუსთაველზე ახალ სახეებს ავალებენ.
პოლიციელებს, რომლებსაც ნამდვილი ნადირობა აქვთ გამოცხადებული პირბადეებზე რუსთაველის გამზირზე თავად არღვევენ ივანიშვილის დეპუტატების მიღებულ კანონს.