5 დღიანი პატიმრობის შემდეგ დათა ქაშიაშვილმა გურჯაანის იზოლატორი დატოვა
სამოქალაქო აქტივისტმა დათა ქაშიაშვილმა 5-დღიანი პატიმრობის შემდეგ გურჯაანის იზოლატორი დატოვა. აქტივისტს გარეთ ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ.
ქაშიაშვილი და კიდევ 8 დაკავებული პირი სასამართლომ ადმინისტრაციულ პატიმრობაში პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო.