შარიქაძის დებიუტი MMA-ში გამარჯვებით დასრულდა - სპორტსმენის ემოციური მიმართვა

30.11.25 10:36
შარიქაძის დებიუტი MMA-ში გამარჯვებით დასრულდა - სპორტსმენის ემოციური მიმართვა

საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ MMA-ში სადებიუტო ბრძოლაში გაიმარჯვა. ქართველი მებრძოლი პოლონელ პატრიკ კონტნის დაუპირისპირდა და ოქტაგონზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

შარიქაძის ემოციურმა მიმართვამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო - სპორტსმენმა გამარჯვება საკუთარ დედას მიუძღვნა, ხოლო მისი სიტყვების ფონზე არენაზე ისმოდა გულშემატკივართა შეძახილები: „ცეცხლი ოლიგარქიას!“

და ბოლოს, ჩემს ყველაზე დიდ გულშემატკივარს, რომელიც სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს ვერ მოესწრო: დედაჩემს გაუმარჯოს! ეს გამარჯვება მას ეკუთვნოდა მას მივუძღვენი! დე, შენს სულს ვენაცვალე და შენი სახელის ხსოვნა იყოს, - თქვა შარიქაძემ.