სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები გაზეთებს დღეს დმანისში დაარიგებენ
რეგიონებში შეხვედრები გრძელდება. სინდისის პატიმრების მშობლები დღეს დმანისში ჩავლენ. ისინი ტრადიციულად გაავრცელებს ციხიდან გამოგზავნილ წერილებსაც.
პატიმრების ოჯახის წევრების თქმით, ისინი რეგიონებში მოსახლეობას გააცნობენ იმ საქმეების დეტალებს, რის საფუძველზეც დემონტრანტები გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ. ოჯახის წევრების მიზანია საზოგადოებას უამბონ, როგორ მიმდინარეობდა გამოძიება და რა გარემოებებმა მიიყვანა დაკავებულები მრავალწლიანი პატიმრობის წინაშე.
ძალიან ბევრი რამე გააკეთა ამ გაზეთმა, იმიტომ, რომ მთელი საქართველო, სადაც დავდივართ, სოლიდარობას გვიცხადებს. ყველას დააინტერესა მიუედავად იმისა, რომ ტელევიზიებიდან ასე თუ ისე ესმით რაღაცეები, მაგრამ გაზეთი უფრო სიამოვნებთ თავის სურათებით, - ამბობს საბა სხვიტარიძის დედა, ელენე ახობაძე.
სინდისის პატიმების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ადამიანები რეგიონებში დიდი სიყვარულით ხვდებიან.
ყველგან, სადაც არ უნდა წავიდეთ, დიდი სიყვარულით გვხვდება ხალხი. გვცნობს, ვინ ვისი დედაა,ს ახელებიც კი იციან, უყურებენ ტელევიზიას და უმეტესობა მაინც არის ჩვენს მხარეს. კიდევ რაში დავრწმუნდი იცით? ეშინია ამ ხალხს, ან სოციალური არ მოუხსნან, ან რაღაც... მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის ხალხი, როცა არჩევნები ჩაინიშნება, ხმას აღარ მისცემენ ქოცებს, - ამბობს მარიზი კობახიძე.