მეუფე იაკობის ქადაგება "ოცნებისადმი" გზავნილები იყო - თეოლოგები

30.11.25 17:32
მეუფე იაკობის ქადაგება "ოცნებისადმი" გზავნილები იყო - თეოლოგები

თეოლოგების შეფასებით, მეუფე იაკობის საკვირაო ქადაგება მეტწილად პოლიტიკური შინაარსის იყო და ეკლესიის მაღალი იერარქის მხრიდან ხელისუფლებისადმი მხარდაჭერის გზავნილს წარმოადგენდა.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მისმა განცხადებებმა, მათ შორის კონსტიტუციის 78-ე მუხლზე და „ლოცვასა და ბრძოლაზე“ გაკეთებულმა მინიშნებებმა, მიანიშნა საპატრიარქოს მოლოდინზე პოლიტიკური ცვლილებების მიმართ და ეკლესიის მზადყოფნაზე, საჭიროების შემთხვევაში, "ოცნების" გუნდთან ერთად დადგეს. 

ბევრად უფრო მარტივია, შინაარსს ჩავწვდეთ... ე.ი., საპატრიარქო ელოდება ცვლილებებს და ეს გზავნილები მეუფე იაკობისა, იყო "ქართული ოცნების" მისამართით, რომ მე აქ ვარ, მიგულეთ თქვენს გვერდით, თუ არ მიგულებთ, ჩვენ ლოცვის გარდა, ბრძოლას ვიცით. 

რაც შეხეება 78 მუხლს, რომელიც სრულიად არაკონტექსტუალური იყო ამ ქადაგების, პოლიტიკური ქადაგების კონტექსტშიც კი, ეს იყო "ქართული ოცნებისადმი" გზავნილი, რომ მზად ვარ, ამაშიც კი მხარი დაგიჭიროთ, თუ თქვენ ეს დაგჭირდებათ. არადა, "ქართულ ოცნებას" ეს დასჭირდება. მე ვფიქრობ, რომ ამას მეუფე იაკობის დახმარეის გარეშეც შეძლებენ, იმიტომ, რომ ელს ბევრი არაფერი შეუშლით, - ამბობს ლელა ჯეჯელავა.

თეოლოგები ამ დისკურსს საზოგადოებისთვის შემრიგებლობის ნაცვლად დაყოფის მცდელობად აფასებენ და ამბობენ, რომ ქადაგების ტონი არსებულ პოლარიზაციას კიდევ უფრო ამძაფრებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, იყო ამორალური, იმიტომ, რომ ის უხეშად ჰყოფს საზოგადოებას, როგორც ერთი და მეორე დაპრისპირებული მხარე. ჩვენ ვოცით, რომ ეკლესია უნდა იყოს შემრიგებლურ პოზიციაში მუდმივად. ქადაგებაში ასევე აღნიშნა, რომ ეკლესია დგას ყოველთვის იქ, სადაც უნდა იდგას. თუ ჩვენ გადავავლებთ თვალს, სად დგას ეკლესია, ვხედავთ, რომ ის ხან მხედრიონოს გვერდით დგას ან მოსკოვის ეკლესიის მონობაში საკმადო კომროფრტულად დგას და ასევე დღეს ეკლესია აშკარად დგას ქართველი ხალხის წინააღმდეგ. და, მეუფე იაკობის მხარდაჭერა თუნდაც ექსპრემიერ ღარიბაშვილზე, ეს არ არის ჩვენთვის უცხო, იმიტომ, რომ ის ამ ბანდის წევრია, - ამბობს ლევან ტატურაშვილი.

საკვირაო ქადაგებაზე მეუფე იაკობი ამტკიცებდა, რომ კონსტიტუციაში 78-ე მუხლი „ძალით ჩაიწერა“ და ამ გადაწყვეტილების შედეგებს დღეს საზოგადოება საკუთარ თავზე გრძნობს.

ქადაგებაში მან ასევე განაცხადა: „ზოგიერთს შეეხებიან და მეც შევეხები მერე ბევრს, ლოცვაც ვიცით და ბრძოლაც“, თუმცა სიტყვების ადრესატი უცნობია.