ბოდბელი ეპისკოპოსის ქადაგება – ანტიდასავლური ტონი, 78-ე მუხლის კრიტიკა და "ოცნებასთან" დაახლოების ნიშნები
ბოდბელი ეპისკოპოსის საკვირაო ქადაგება კვლავ ორაზროვანი პოლიტიკური გზავნილებით გამოირჩა. სასულიერო პირი ამბობს, რომ მზად არის ივანიშვილის პარტიას გვერდით დაუდგეს, თუმცა თეოლოგების შეფასებით, მისი განცხადებები იმაზე მიანიშნებს, რომ ეს მხარდაჭერა გავლენების შენარჩუნების პირობით ხდება. სპეციალისტები ქადაგების შინაარსს საპატრიარქოში მოსალოდნელ ცვლილებებთან აკავშირებენ.
ფორმალურად რელიგიურ ქადაგებაში ეპისკოპოსმა გეოპოლიტიკური თემები წამოწია – კონსტიტუციის 78-ე მუხლი გააკრიტიკა, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის განმტკიცებას ეხება, და ანტიდასავლური ნიშნების შემცველი მესიჯებიც გამოთქვა. მან ასევე მხარი დაუჭირა თბილისში არაბული ქალაქების პროექტს და ნეგატიურად შეაფასა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტი.
თეოლოგების ნაწილი ეპისკოპოსის რიტორიკაში ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ მხარდაჭერის გამოვლენასაც ამჩნევს, რაც, მათი შეფასებით, ეკლესიასა და პოლიტიკურ ძალებს შორის შესაძლო ახალ შეთანხმებებზე მიუთითებს.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.