გაზრდილი ხელფასები ჩინოვნიკებს და მინიმალური პენსია - ოპოზიცია "ოცნებას" პრიორიტეტებს უწუნებს
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი მაღალჩინოსნების ანაზღაურების საგრძნობლად და სოციალური დახმარებების მინიმალურ მატებას ასახავს. დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერის, პარტიული თანაგუნდელებისა და მაღალჩინოსანი დეპუტატების თვიური ხელფასი 16 ათას ლარამდე გაიზრდება, მაშინ, როცა 70 წლამდე მოქალაქეებისთვის პენსია 370 ლარით განისაზღვრა, ხოლო უფრო ასაკოვან ბენეფიციარებს პენსია მხოლოდ 45 ლარით გაეზრდებათ.
ოპოზიცია ბიუჯეტს პრიორიტეტების არასწორად გადანაწილებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ხელისუფლება ფინანსურ რესურსებს სოციალური მიმართულებების გაუმჯობესების ნაცვლად საკუთარი პოლიტიკური გუნდის საჭიროებებზე ხარჯავს. ბიუჯეტის პროექტში თანხების შემცირება რამდენიმე სფეროს შეეხება - მათ შორის განათლებასაც. ასევე გადახედილი და შეჩერებულია ანაკლიის პორტის დაფინანსება, ხოლო ახალი სტადიონი თბილისში აღარ აშენდება.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.