ჰაერის დაბინძურება საშიშ ზღვარს გაცდა - მაჩვენებლები ჯანმრთელობისთვის სახიფათოა
თითქმის ერთი თვეა თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმას ოთხჯერ აღემატება და მყარი ნარჩენების კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში კრიტიკულ ნიშნულს აღწევს. დედაქალაქში დამონტაჟებული მოწყობილობები აჩვენებს, რომ განსაკუთრებით რთული ვითარებაა აღმაშენებლის, წერეთლის, გელოვანისა და ჩხეიძის ქუჩებზე, სადაც PM 10 და PM 2.5 100-ს აჭარბებს, ეს მაშინ, როდესაც ნორმა 25-ია.
რთული ვითარებაა რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და კასპშიც, სადაც მტვრის ნაწილაკების კონცენტრაციამ 200-ს მილიგრამ კუბურ მეტს გადააჭარბა. გარემოს დაცვის სამინისტროში მიზეზად ქვეყანაში უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებას ასახელებენ.
შეუიარაღებელი თვალითაც მარტივი აღსაქმელია ის შავი ნისლი, რომელშიც დედაქალაქი ბოლო დღეებია გახვეულია, თუმცა ეს ბუნებრივი ნისლი არ არის, ეს არის ე.წ სმოგი, რომელსაც ადამიანები თუ დიდხანს ისუნთქავენ, არ არის გამორიცხული, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
ის ადამიანები, ვინც ჰაერის ხარისხის მოიტორინგს ბოლო წლებია აწარმოებენ, ამბობენ, რომ ამ მასშტაბისა და ხანგრძლივობის დაბინძურება ჯერ არ ახსოვთ. მიზეზად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებასთან ერთად ქაოტურ მშენებლობებსა და ავტომობილების გამონაბოლქვს ასახელებენ.
თავბრუსხვევა, გულის აჩქარება, სისუსტე, თვალების გაღიზიანება და აცრემლება - ეს იმ სიმპტომების მცირე ჩამონათვალია რომელიც შესაძლოა ჰაერში მყარი ნაწილაკების რეკორდულმა ზრდამ გამოიწვიოს. განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში არიან ხანდაზმულები, ონკოლოგიური პაციენტები, გულსისხლ ძარღვთა, ალერგიული და რესპირატორული დაავადებების მქონე პირები. ამიტომ რეკომენდაციია გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე გარეთ არ გავიდნენ ან გამოიყენონ პირბადე.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.