850-მილიონიანი სტადიონის პროექტი შეჩერდა - ოპოზიცია შესაძლო კორუფციაზე მიუთითებს

30.11.25 20:51
850-მილიონიანი სტადიონის პროექტი შეჩერდა - ოპოზიცია შესაძლო კორუფციაზე მიუთითებს

თბილისის ახალი სტადიონის მშენებლობა, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებით, სექტემბერში უნდა დაწყებულიყო, კვლავ შეჩერებულია. „ქართულმა ოცნებამ“ ტენდერი ოფიციალურად პირობების დაზუსტების არგუმენტით ჩაშალა, თუმცა ოპოზიციასა და მკვლევარებში არ გამოირიცხება ეჭვი, რომ საქმე შესაძლოა, მორიგ კორუფციულ მექანიზმთან იყოს დაკავშირებული.

სტადიონის მშენებლობაზე წარმოდგენილ წინადადებებს შორის ერთ-ერთი ფავორიტი „ოცნებასთან“ დაახლოებული ქართული კომპანია იყო, რომლის შეთავაზებული ღირებულება 850 მილიონს შეადგენდა. პროცესის მკვეთრი ცვლილება კი თურქული და აზერბაიჯანული კომპანიების მონაწილეობამ გამოიწვია - თურქულმა კომპანიამ იგივე პროექტი დაახლოებით 100 მილიონი ლარით ნაკლებად შესთავაზა სახელმწიფოს.

ამის შემდეგ თურქულ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა, ხოლო ტენდერი მთლიანად შეჩერდა.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მომდევნო საპროექტო პირობები ისე ჩამოყალიბდება, რომ კონკურენცია მნიშვნელოვნად შეიზღუდოს და პროცესი კონკრეტულ ქართულ კომპანიაზე იყოს მორგებული, რაც ახალ ტენდერში კონკურენტების გამორჩევის რისკს ზრდის.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები