"პროტესტი არ შეწყდება" - რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან

30.11.25 20:49
"პროტესტი არ შეწყდება" - რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები დღესაც იკიბებიან. მომიტინგეების მოთხოვნა უცვლელია: ახალი თავისუფალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ და პირიქით, პროტესტის გაფართოებას გეგმავენ.

საზოგადოების ღირსების საკითხია, რომ პროტესტი არ შეწყდეს და ფორმის ცვლა ეს არის ის, რაც უბრალოდ გვევალება და გვევალება ამ მუხტის შენარჩუნება, - ამბობენ აქციის მონაწილეები. 

პოლიციის აკრძალვის მიუხედავად, აქციის მონაწილეები დღესაც გამწვანების ე.წ. კუნძულზე დგანან. სამართალდამცველებმა კუნძულიდან ჩამოიყვანეს აზა ჩილაჩავაც.

გაზონს აფუჭებო და სიმწვანეს მე ვერ ვხედავ იქ. რა გაზონზეა ლაპარაკი? ავალ, ბებო! არ ჩამოვარდები, პირობას გაძლევთ, - ამბობს ჩილაჩავა. 

რა ხდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.  

მსგავსი სიახლეები