სტეფანიანის საქმე - "კრისტალ ჯუფის" მფლობელი 2 მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

01.12.25 10:13
სტეფანიანის საქმე - "კრისტალ ჯუფის" მფლობელი 2 მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებულ „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს, სასამართლომ პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

სტეფანიანი ორ მილიონი ლარის შეტანის შემდეგ გაათავისუფლეს - ინფორმაციას პროკურატურაში ადასტურებენ.

ვლადიმერ სტეფანიანის ადვოკატი გამორიცხავს, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ექსმაღალჩინოსნების წინააღმდეგ მისცა ჩვენება.

ფაქტობრივი გარემოებები დაზუსტდა, შეიცვალა, აღარ იყო საჭირო უკვე მისი პატიმრობაში ყოფნა და გარდა ამისა, გირაოც საკმაოდ სოლიდური შევთავაზეთ სასამართლოს და ეს გარემოებები გახდა საფუძველი იმისა, რომ შეეცვალათ აღკვეთის ღონისძიება. ახალი მტკიცებულება არ გაჩენილა. ბრალდების მხარე საოლოოდ დაეტანხმა ჩვენს პოზიციას და სასამართლოც დაეთანხმა, - ამბობს თამარ გერლანი. 

გამოძიება ცნობილ ბიზნესმენს ბაკურიანში სასტუმრო კომპლექსის უნებართვო მშენებლობასა და უკანონოდ აშენებული ობიექტების გასხვისებას ედავება.

2019 წლიდან დღემდე პროკურატურის მტკიცებით, ვლადიმერ სტეფანიანმა კანონის გვერდის ავლით ბაკურიანში, ჯამში 5 სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი ჩადგა, ააშენა სასრიალო ტრასები, ტობოგანი და საბაგიროები. ბაკურიანის განვითარების სააგენტომ კანონდარღვევისთვის სტეფანიანი რამდენჯერმე დააჯარიმა კიდეც, თუმცა ფაქტია, რომ ამას მშენებლობებისთვის ხელი არ შეუშლია.

მსგავსი სიახლეები