განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

01.12.25 10:33
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1999 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი თ.ქ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზიანება მიაყენა - 1986 წელს დაბადებულ ა.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თ.ქ. ბრალდებულის სახით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დააკავეს

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. - წერია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები