ერთპარტიული პარლამენტი და დემოკრატიის გაუქმება საპარლამენტო რესპუბლიკაში - TI-ის ანგარიში

01.12.25 11:04
ერთპარტიული პარლამენტი და დემოკრატიის გაუქმება საპარლამენტო რესპუბლიკაში - TI-ის ანგარიში

TI პარლამენტის მიერ 2024 წლის 25 ნოემბრიდან 2025 წლის 21 ოქტომბრამდე განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიში ეფუძნება პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდსა და საჯარო წყაროებს.

ორგანიზაცია რამდენიმე ძირითად მიგნებას უსვამს ხაზს.

პირველი სხდომა ჩატარდა საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით.

ერთპარტიული პარლამენტი: 2024 წლის არჩევნების შემდეგ ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო მანდატები. სამმა უარი თქვა მანდატებზე, ხოლო ერთი („გახარია საქართველოსთვის“) ფორმალურად ინარჩუნებდა მანდატებს, მაგრამ არ მონაწილეობდა საქმიანობაში. მოგვიანებით 2025 წლის ოქტომბერში ისინი შეუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას;

მმართველი პარტიის სიით არჩეული დეპუტატები გავიდნენ უმრავლესობიდან და შექმნეს „ხალხის ძალა“ და „ევროპელი სოციალისტები“. ამ გზით შეიქმნა ფორმალური, მაგრამ არა რეალური ოპოზიცია.

გაუქმდა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები და მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულები.

პარლამენტი დახურულ და გაუმჭვირვალე უწყებად იქცა: პარლამენტი და კომიტეტები აღარ არიან ვალდებულნი წარადგინონ წლიური სამოქმედო გეგმები; აღარ ქვეყნდება სამუშაო ჯგუფების ოქმები და საკანონმდებლო წინადადებები აღარ განიხილება კომიტეტებში.

მიღებული კანონებით შეიზღუდა სიტყვის, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება, მედიის თავისუფლება და პასიური საარჩევნო უფლება.

პარლამენტმა უარი თქვა სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობაზე,- წერია ანგარიშში.

ვრცლად იხილეთ ბმულზე: 

მსგავსი სიახლეები