ლევან იოსელიანმა ალეკო ელისაშვილის დაზიანებების შესასწავლად წარმომადგენლები გაუშვა
სასამართლოში გადაყვანამდე დიღმის იზოლატორში ალეკო ელისაშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს.
მათ დაკავებული პოლიტიკოსის დაზიანებები აღწერეს და დაასურათეს.
ალეკო ელისაშვილი საბადრაგო სამსახურმა საკუთარ პროცესზე დასასწრებად ცოტა ხნის წინ მიიყვანა.
სასამართლოსთან მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და გულშემატკივრები არიან შეკრებილი.
“პირველების“ ინფორმაციით, ელისაშვილი აპირებს სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლოს.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.