ელისაშვილი მოსამართლეს: ფეხზე ადგომა ნიშნავს პატივისცემას, პატივისცემას გამომუშავება უნდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომათა დარბაზში შესულმა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულ პოლიტიკოსს, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, რომელიც მოსამართლის შესვლისას ფეხზე არ ადგა, შენიშვნა მისცა და უთხრა, რომ მისი შემოსვლის დროს ფეხზე უნდა ამდგარიყო.
“ფეხზე უნდა აბრძანდეთ ბატონო ალეკო“- თქვა მარიდაშვილმა.
„ფეხზე ადგომა ნიშნავს პატივისცემას, პატივისცემას გამომუშავება უნდა“, -უპასუხა ელისაშვილმა მოსამართლეს.
დაკავებულმა პოლიტიკოსმა მისი უფლებების დარღვეაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არც ადვოკატთან და არც სახალხო დამცველთან დაკავშირების უფლება არ მისცეს და რამდენიმე საათი მოწერილი ხელბორკილებით დატოვეს.
არც ადვოკატთა დამაკავშირეს რამდენიმე საათი, არც სახალხო დამცველთან, რამდენი საათი ბოლომდე მოჭერილი ხელბორკილით ვიყავი[ ხელით აჩვენებს, რომ უკან ჰქონდა შეკრული] როცა ვეუბნებოდი, რომ წინ გადმომიტანეთ და წინ შემიკარით მეთქი ვითომ არ ესმოდათ. როცა დაინახეს, რომ მარცხენა მაჯიდან სისხლი მომდიოდა, შემიხსნეს, ამ ქვეყანაში რომ უფლებები არ არსებობს, ამიტომაც ვარ აქ“,- თქვა ელისაშვილმა.
ამ წუთებში მოსამართლე ლელა მარიდაშვილი ალეკო ელისაშვილის საქმეზე მსჯელობს.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი შაბათს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.