ალეკო ელისაშვილი: მოსამართლევ, ცრემლი არ არის, ბრაზია

01.12.25 14:46
ალეკო ელისაშვილი: მოსამართლევ, ცრემლი არ არის, ბრაზია

ცრემლი არ არის ბრაზია და ბოღმა,- ამ სიტყვებით მიმართა კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა მოსამართლეს.

ამასთან, ელისაშვილმა ბოდიში მოუხდა, პარტიის გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძესაც.

თუ ფიქრობთ, რომ საერთო საქმე დავაზიანე ბოდიშით, ეგ განზრახვა არ მქონია ნამდვილად..., - თქვან მან.

ჩემებს მინდა ბოდიში ვუთხრა [ტირილს ვერ იკავებს]... მოსამართლევ, ცრემლი არ არის, ბრაზია და ბოღმა, არ გეგონოთ რომ სუსტი ვარ. ირაკლი [კუპრაძე] ბოდიში, თუ თვლი, რომ საერთო საქმე დავაზიანე, ბოდიში. მაგრად მეამაყება... ერთი საათი მეკამათებოდა ის სადისტი პოლიციელი, ტონა ფული აიღე ხაზარაძისგანო. ჩვენ კაცურად და ვაჟკაცურად მივყვებოდით წელიწადნახევარი საქმეს. ხაზარაძემ, ჯაფარიძემ და კუპრაძემ იციან, არავისთვის მითხოვია ფული...

ერთი პოლიციელი მეკაიფებოდა, რომ ტონობით ფული მომცა ხაზარაძემ, მერე მოვიდნენ ჩხრეკაზე, ნახეს როგორც ვცხოვრობ...ერთადერთხელ ვთხოვე ფული და ისიც ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.... მოკლედ, ვინც გარეთ რჩებით, მიაწექით ბოლომდე, ცეცხლი ოლიგარქიას“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მოსამართლე მარიდაშვილმა ელისაშვილი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.  საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 იანვარს 14:00 საათზე ჩაინიშნა. 

მსგავსი სიახლეები