პროკურორი: ელისაშვილმა მანდატურები დაკბინა

01.12.25 16:17
პროკურორი: ელისაშვილმა მანდატურები დაკბინა

 

 

პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა მანდატურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ, სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის ნაკბენებიც.

მისივე თქმით, დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა. რაც შეეხება მანდატურების მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს - პროკურორი ამბობს, რომ “მათი მხრიდან მოხდა რეაგირება“.

„რაც შეეხება მანდატურის ჯანმრთელობას, მათ სახეზე აღენიშნებათ დაზიანებები, ნაკბენებიც აქვთ სახეზე და ერთ-ერთ მანდატურს ხელი აქვს დაზიანებული. დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზები. პირველივე დაპირისპირების დროს, დაიწყო მანდატურებისთვის ზიანის მიყენება.

გამოძიება მიმდინარეობს და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. რაც შეეხება მანდატურების მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს, მათი მხრიდან მოხდა რეაგირება, რომელიც მათ ალექსანდრე ელისაშვილის განიარაღებისთვის სჭირდებოდათ. სხვა დეტალები დაზუსტდება, -თქვა პროკურორმა.

 

მისივე ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა საგამოძიებო უწყებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი თქვა და დუმილის უფლება გამოიყენა.

"თუმცა თუ მას ექნება სურვილი გამოძიებასთან თანამშრომლობის, ჩვენ ღია ვართ, რომ მისი ჩვენება მივიღოთ“, - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

მოსამართლე მარიდაშვილმა ელისაშვილი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.  საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 იანვარს 14:00 საათზე ჩაინიშნა. 

მსგავსი სიახლეები