მედია: ქუთაისში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს
"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, ქუთაისში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი გამოცემა წერს, რომ 32 წლის ქალი დაახლოებით 3 კვირის გაუჩინარებული იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ნივთები ბოლოს გუმათჰესის წყალსაცავთან იპოვეს.
მაშველები სამძებრო სამუშაოებს წყალსა და ხმელეთზეც ახორციელებდნენ. "ინფო იმერეთს" დღეს დაუდასტურეს, რომ ქალის ცხედარი იპოვეს.