"დღეს რას მეტყვის პროკურორი, რომ აირწინაღები არამიზნობრივი ხარჯვა იყო?" - ნანუკა ჟორჟოლიანი BBC-ის ფილმის შემდეგ

01.12.25 21:27
"დღეს რას მეტყვის პროკურორი, რომ აირწინაღები არამიზნობრივი ხარჯვა იყო?" - ნანუკა ჟორჟოლიანი BBC-ის ფილმის შემდეგ

"დღეს რას მეტყვის პროკურორი, რომ აირწინაღები არამიზნობრივი ხარჯვა იყო?" - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა "TV პირველთან" განაცხადა და BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, საერთაშორისო გამოცემის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა იმ ინფორმაციის გაგება, რომ საპროტესტო აქციებისთვის შეძენილი აირწინაღები მოქალაქეებს ნამდვილად ესაჭიროებოდათ. 

ნანუკას ფონდი როცა დააყადაღეს, მაშინ არამიზნობრივ ხარჯვაში ჩამითვალეს აირწინაღები და მითხრეს, რომ აირწინაღები აქციის მონაწილეებს არ სჭირდებოდათ. მე მაინტერესებს, პროკურორი BBC-ის ფილმის შემდეგ რას მეტყვის. ანუ ჩვენ დაახლოებით 600 ათასი ლარი დავხარჯეთ აირწინაღებში და ათი ათასობით ადამიანი დავიცავით მართლა მოწამვლისგან მაშინ, დღეს რას მეტყვის პროკურორი, რომ აირწინაღები ისევ არამიზნობრივი ხარჯვა იყო?

როგორ უყურებენ საკითხს, მაშინ როდესაც საქმე ეხებოდა დავით კეზერაშვილს პირობითად, BBC-ი იყო თავისუფალი მედია, როდესაც საქმე შეეხოთ მათ BBC-ი გახდა მაშინვე "დიფ სთეითის" მიერ მართული ტელევიზია, ეს კიდევ სხვა საკითხია.

BBC-ის მიღმა კიდევ სხვა გამოძიებებიც იარსებებს, მე ვარ ამაში 100%-ით დარწმუნებული, თავადაც ხომ ამბობენ, რომ იჩივიან, ამ პროცესსაც დაველოდები და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, პირველ რიგში როგორც ადამიანისთვის, როგორც პროტესტში მყოფი მოქალაქისთვის ასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მაშინ აირწინაღები ვიყიდეთ, ახლა ამ ამბავს რომ ვიგებ და მეორე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა ჩემთვის, ადამიანისთვის, ვისაც სამართლებრივად ედავებიან," - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა. 

BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.

ექიმის მიერ გამოკითხულ 350 ადამიანში ბევრს 30 დღეზე მეტხანს გაუგრძელდა სიმპტომები, ზოგიერთს კი გულზე ელექტრული გადახრები დაუფიქსირდა.

BBC-სთან ყოფილი პოლიციელებიც ადასტურებენ, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულ ცრემლსადენ გაზზე 10-ჯერ ძლიერი იყო და დაბანითაც არ ქრებოდა.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ქიმიკატის გამოყენება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ნიშნებს შეიცავს და შესაძლოა ქიმიურ იარაღად ჩაითვალოს.

მსგავსი სიახლეები