ხანძარს ხობში 80 წლამდე მოხუცი ემსხვერპლა

02.12.25 10:37
ხანძარს ხობში 80 წლამდე მოხუცი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ხანძარს 80 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ხის საცხოვრებელ სახლს გვიან ღამით გაუჩნდა, საიდანაც მამაკაცის გამოყვანა ვერ მოხერხდა.

ოჯახის ახლობლების თქმით,კაცი მარტო ცხოვრობდა. ცხედარი ქუთაისის ლევან სამხარაულის ექსპერტიზაზე გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და პოლიცია იყო მობილიზებული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები