BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების რესპოდენტი სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა

02.12.25 11:39
BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების რესპოდენტი სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა

ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ერთ-ერთი სპიკერია, სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა. ამის შესახებ ჩახუნაშილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სუსში მისვლას არ აპირებს და გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა. 

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც სუს-ში განმარტავენ, "გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია".

  • განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები