"მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო პროცესში ავკრძალოთ მობილური ტელეფონების გამოყენება" - გივი მიქანაძე

02.12.25 12:13
"მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო პროცესში ავკრძალოთ მობილური ტელეფონების გამოყენება" - გივი მიქანაძე

"ქართული ოცნების" განათლების მინისტრის განცხადებით, სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება. ამის შესახებ გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

"ოცნების" მინისტრის განცხადებით, შემუშავდება შესაბამისი წესი და მაქსიმალურად იქნება დაცული ბალანსი რომ არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და ბავშვსაც მშობელთან კომუნიკაციის უფლება არ დაერღვეს.

მიგვაჩნია, რომ სასწავლო გარემოზე ორიენტაციისთვის და სრული ჩართულობისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ სასკოლო პროცესში ავკრძალოთ მობილური ტელეფონების გამოყენება. შემუშავდება შესაბამისი წესი, რომელიც შესაბამისი სტანდარტით დაინერგება და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად იქნება დაცული ბალანსი იმისთვის, რომ არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და არც ბავშვს მშობელთან, ან მისთვის საინტერესო ადამიანთან კომუნიკაციის არ დაერღვეს," - თქვა გივი მიქანაძემ.

მსგავსი სიახლეები