თავს დაესხნენ რუსულ ტანკერს, რომელსაც საქართველოში ზეთი მოჰქონდა
რუსულ ტანკერს MIDVOLGA-2-ს, რომელსაც საქართველოსი ზეთი მოჰქონდა, თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უწყების ცნობით, თავდასხმის დროს გემზე ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა, ისინი არ დაშავებულან.
MIDVOLGA-2 ტანკერმა განაცხადა, რომ მას თავს დაესხნენ ჩვენი სანაპიროდან 80 მილის დაშორებით, როდესაც რუსეთიდან საქართველოში მიემართებოდა და მზესუმზირის ზეთის ტვირთს გადაჰქონდა. გემს, რომლის ეკიპაჟის 13 წევრი ამჟამად უვნებელია, დახმარება არ მოუთხოვია. გემი ძრავებით სინოპის მიმართულებით მიემართება," - წერს თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.