თამთა ჟვანია ვარაუდობს, რომ ანევრიზმა აქციების დარბევის შემდეგ გაუსკდა - “უფალს მადლობა, რომ ინვალიდად არ დავრჩი“

02.12.25 18:25
თამთა ჟვანია ვარაუდობს, რომ ანევრიზმა აქციების დარბევის შემდეგ გაუსკდა - “უფალს მადლობა, რომ ინვალიდად არ დავრჩი“

დარბევებისგან დაზარალებული მოქალაქეები სამართლებრივი დავის დასაწყებად ემზადებიან. - ერთ- ერთი მოქალაქე “პირველებთან“ საუბარში ამტკიცებს, რომ აქციების დარბევის შემდეგ მას ანევრიზმა გაუსკდა, რისი მაპროვოცირებელიც, მისი თქმით, შესაძლოა “ოცნების“ მიერ გამოყენებული  საშიში ნივთიერება ყოფილიყო.

ეს ვერსია არ გამორიცხა ექიმმაც, რომელმაც ქალს ოპერაცია ჩაუტარა. თამთა ჟვანია ამბობს, რომ ანევრიზმის ოპერაციის შემდეგაც ჰქონდა სხვადასხვა გამოვლინებები და მკურნალობას დღემდე აგრძელებს.

რობოკოპების უკან იყო ძალიან დიდი გამოსხივება, როგორიცაა პროექტორი, ამ გამოსხივებამ ტანში დამიარა, წარმოიდგინეთ, დენმა რომ დაგიაროთ და ამ დროს ვიგრძენი ძალიან დიდი სისხლის მოწოლა ორგანიზმში, თითქოს, სისხლი დაიძრა და წავიდა თავისკენ. მთლიანად შემოიჭრა ჩემ სხეულში უცხო, რაღაც რადიაცია და უცბად ვგრძნობ საშინელ თავის ტკივილს, რომ მოვიხსენი აირწინაღი, მაინც იგრძნობოდა რაღაც ცუდი, დახუთული ჰაერი, რომელმაც სუნთქვაზეც იმოქმედა. ჩემი ანევრიზმა იყო 3 მმ, 3 მმ კი არ არის ისეთი, რომ ასე იოლად სკდებოდეს და თან თავისით, რაღაც ზემოქმედება თუ არ მოხდა, ასე არ სკდება, ანევრიზმის გახეთქვა ხშირ შემთხვევაში ტოვებს ნევროლოგიურ პრობლემებს, ჩემ შემთხვევაში უფალს მადლობა, რომ ინვალიდად არ დავრჩი, რადგან გააჩნია ანევრიზმა სად გასკდება, ჩემი იყო თხემის მხარეს, ის პასუხისმგებელია სმენაზე, თვალზე და ბალანსზე. რა თქმა უნდა, სმენა და ყურში შედარებით დამაკლდა, ბალანსიც თავიდან მიჭირდა, რეაბილიტაციის კურსი ჩავიტარე, - ჰყვება თამთა ჟვანია.

პროტესტის მონაწილეებს დღემდე უვლინდებათ სხვადასხვა სიმპტომი, რომელზეც ექიმებს დიაგნოზის დასმა უჭირთ. 

მსგავსი სიახლეები