კამიტეს სკანდალი: გომელაურის ნათქვამი გელაძემ გადათქვა - ვინ იტყუება

02.12.25 20:06
კამიტეს სკანდალი: გომელაურის ნათქვამი გელაძემ გადათქვა - ვინ იტყუება

ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდში სერიოზული დაბნეულობაა. „ქართულ ოცნებას“ შორის ვერსიები ერთმანეთს არ ემთხვევა - ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების სკანდალზე ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებს ავრცელებენ როგორც მოქმედი, ისე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრები.

გუშინ, ვახტანგ გომელაურმა სამთავრობო მედიასთან ფაქტობრივად დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ფლობდა აკრძალულ ქიმიურ ნივთიერებას „ქამიტეს“. თუმცა დღეს უკვე მისი წინამორბედი, გელა გელაძე, აცხადებს, რომ მსგავსი ნივთიერება უწყების შეიარაღებაში არასოდეს ყოფილა - არც დღეს და არც 2009 წელს.

ამ ფონზე მთავარი კითხვაა ახლა, ვინ იტყუება? და სწავლობს თუ არა საერთაშორისო სკანდალში მოხვედრილი „ქართული ოცნება“ საკუთარი თავის „გასამართლებელ გზებს“.

ამჟამად კითხვების მთავარი ადრესატი ვახტანგ გომელაურია, თუმცა სუსში მისი გამოკითხვას ჯერჯერობით არ ჩქარობენ. შინაგან საქმეთა მოქმედ მინისტრს წინამორბედის განცხადების გადასაფარად დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ძალოვნების დაცვაც მოუწია.

ვინ ამბობს სიმართლეს – ეს მხოლოდ გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები