პატიმრის წერილი ციხიდან - “ექიმთან ხუთჯვრიანი მასიურის გამო არ გავყავართ!“

02.12.25 18:50
პატიმრის წერილი ციხიდან - “ექიმთან ხუთჯვრიანი მასიურის გამო არ გავყავართ!“

სინდისის პატიმარი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ მაისურზე გამოსახული 5-ჯვრიანი დროშის გამო, ის ექიმთან ხერხემალზე სამკურნალოდ არ წაიყვანეს.

როგორც ჯავახიშვილი „ტვ პირველისთვის“ გამოგზავნილ წერილში წერს, მას ხერხემალზე მკურნალობა აქციების დარბევის და ცემის შემდეგ დასჭირდა.

ჯავახიშვილი პენიტენციურ სამსახურს რეაგირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ხუთჯვრიანი მაისურის გარეშე არსად არ გავა.

მოგესალმებით, 28 ნოემბერს საღამოს 9:30-ზე უნდა გავსულიყავი ექიმთან ხერხემალზე სამკურნალოდ, მოგეხსენებათ ხერხემალი დამიზიანდა აქციებზე დარბევის და ცემის დროს, შემდეგ კი ჩემი დაკავების დროს. დღემდე ვცდილობ გავიარო მკურნალობა. ოთახიდან გასვლის დროს მეცვა თეთრ მაისური, რომელზეც დახატულია ხუთჯვრიანი საქართველოს დროშა და ამ მაისურის გამო არ გამიყვანეს ექიმთან, მივმართავ სპეციალური პენიტენციუალური სამსახურის დეპარტამენტს და ადმინისტრაციას, დაუყონებლივ მოახდინეთ რეაგირება, როგორც მომხდარ ფაქტზე, ისე ჩემი მკურნალობის საჭიროებასთან დაკავშირებით. ხშირად ისე ხდება, რომ ნახევარზე მეტი წოლა მიწევს, ვერ დავდივარ. რის მერე იზრუნებს ციხე ჩვენს ჯანმრთელობაზე? ამ მაისურის გარეშე არსად არ გავალ. არც იმას გამოვრიცხავ რომ ოქმი გააყალბონ,- წერს ჯავახიშვილი.

მსგავსი სიახლეები