ფული თავისუფლების სანაცვლოდ? - რას ამბობს პროკურატურა და რა პოზიცია აქვს ივანიშვილის მილიონების ყოფილ მმართველს
ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისჯილი 11 წელი გიორგი ბაჩიაშვილს შესაძლოა, ივანიშვილისთვის სადავო 9 ათასამდე ბიტკოინის დაბრუნებით გაუუქმდეს. კრიპტოვალუტის საქმე, რომელსაც საქალაქო სასამართლო 2 წელი განიხილავდა, შემდეგ კი აპელაციაში წავიდა - ახლა უზენაეს სასამართლოში უნდა გაგრძელდეს. საქმის პროკურორს "პირველებმა" ჰკითხა, თუ ბაჩიაშვილის ივანიშვილისთვის ბიტკოინების მიცემას დათანხმდება, რა მოხდება ამ შემთხვევაში?
9 ათასამდე ბიტკოინის ღირებულება 900 მილიონ დოლარს აღწევს. ეს ის თანხაა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს, რომ მოპარეს. გიორგი ბაჩიაშვილი თავს უდანაშაულოდ ცნობს. ივანიშივლის აუდიოჩანაწერით დასტურდება, რომ მან ბაჩიაშვილს მისცა ბანკიდან სესხი, შესაბამისად, ვინც ბანკიდან იღებს კრედიტს, ბიზნესმოგებიდან წილს არ იხდის. დათანხმდება თუ არა ბაჩიაშვილი ივანიშვილის ციხიდან თავის დასაღწევად, რომ ილიგაქს ბიტკოინები მისცეს, ვკითხეთ ეს დღეს მისი ინტერესების დამცველს.
სანამ ივანიშვილი ფულის სანაცვლოდ ციხის კარის გაღებას გადაწყვეტს, მისი პოლიტიკური გუნდი ბაჩიაშვილს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს. შალვა პაპუაშვილმა "კრიმინალი" და "თაღლითი" ეძახა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, რომელიც ოლიგარქის მილიარდებს წლები მართავდა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.