უნივერსიტეტების შემდეგ საჯარო სკოლების რეფორმა - რა ცვლილებები იგეგმება

02.12.25 21:18
უნივერსიტეტების შემდეგ საჯარო სკოლების რეფორმა - რა ცვლილებები იგეგმება

უდიპლომო პრეზიდენტს დღეს გაუჭირდა დაეზუსტებინა, რას გულისხმობს ის ზოგადი განათლების რეფორმა, რომელიც მისმა გუნდმა შეიმუშავა და რომლის გარშემოც საჯარო სივრცეში კითხვები მატულობს.

დღეს ასევე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მასწავლებლების ხელფასების ზრდა 2026 წელს არ მოხდება. წინასაარჩევნოდ გაზრდილი ანაზღაურება, როგორც ჩანს, უახლოეს წლებში უცვლელი დარჩება - ინფორმაცია ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დაადასტურა.

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლების საერთო დაფინანსება თითქმის 100 მილიონი ლარით იზრდება, ამ თანხიდან არაფერი შეეხება პედაგოგების ხელფასებს. ამჯერად მომატება ექნებათ მხოლოდ:

  • სკოლის დირექტორებს

  • რესურსცენტრების თანამშრომლებს

მათ ანაზღაურებას 20%-ით ზრდიან.

მაგრამ ცვლილებები აქ არ სრულდება. უნივერსიტეტებში დაწყებული რეფორმების შემდეგ, ახლა რიგი საჯარო სკოლებზეა. განათლების მინისტრმა დღეს საზოგადოებას ზოგადი განათლების რეფორმის ახალი პაკეტი გააცნო.

რაც მთავარია, დოკუმენტიდან ირკვევა:

  • საჯარო სკოლებს სახელმძღვანელოების არჩევის უფლება შეუზღუდავთ.

  • სამინისტრო გეგმავს, 2–3 წელიწადში ყველა სახელმძღვანელო სრულად შეცვალოს.

  • ახალი სახელმძღვანელოები დაიწერება მინისტრის მიერ შერჩეული ექსპერტთა ჯგუფის დავალებით და უშუალო კონტროლით.

ეს ნიშნავს, რომ მომავალში საქართველოს სკოლებში მოსწავლეები იმ წიგნებით ისწავლიან, რომლებიც დაწერილია ერთმანეთთან კოორდინირებულად, ერთიანი უწყებრივი პოლიტიკის ფარგლებში, ხოლო სკოლის მხრიდან არჩევანის საშუალება პრაქტიკულად უქმდება.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები