გარე განათების პროექტთან დაკავშირებით სკანდალმა იფეთქა - ალაპარაკდება თუ არა მიქაუტაძე
თბილისის გარე განათების პროექტებთან დაკავშირებულ საქმეში ახალმა სკანდალმა იფეთქა. თბილსერვისის თანამშრომელმა სასამართლოში დღეს თქვა, რომ რომეო მიქაუტაძემ, რომელიც 2019 წელს თბილსერვისს ხელმძღვანელობდა, ლედ-განათებების ტენდერი მიზანმიმართულად ჩაშალა და ამით სახელმწიფო ბიუჯეტს 114 ათასი ლარის ზიანი მიაყენა.
რადგან თბილსერვისი მერიის დაქვემდებარებაშია, "პირველებმა" დღეს პროკურორს ჰკითხა, ელოდება თუ არა ბრალდება, რომ მიქაუტაძე ჩვენებას კალაძის წინააღმდეგ მისცემს? თუმცა ბრალდების მხარე ამ ეტაპზე პასუხისგან თავს იკავებს.
რა თქვა პროკურორმა და რა თქვა ადვოკატმა, ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძი ჩართვაში.