სასამართლოში კონსტანტინე ჩახუნაშვილის გამოკითხვა დასრულდა - რა კითხვები ჰქონდათ გამომძიებლებს
სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილის გამოკითხვა დასრულდა. საქმე ეხება სუსში ბიბისის საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც მედიკოსი გამოკითხვაზე დაიბარეს.
ჩახუნაშვილი ამბობს, რომ გამომძიებლებს კითხვები ძირითადად მის სამეცნიერო ნაშრომებზე ჰქონდათ. ამასთან, ექიმსის თქმით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ საქმის იმგვარად გამოყვანა სურთ, თითქოს ბიბისი მის კვლევებს დაყრდნო. მედიკოსი არ გამორიცხავს იმასაც, რომ ამ ხერხით "ოცნებას" ადამიანების დაშინება სურს.
გამომძიებლებს ჰქონდათ შეკითხვები. შეკითხვები იყო ისეთი ხასიათის, რომ რავი, ძრითადად, სივზე მეკითხებოდნენ, ჩემი სამეცნიერო ნაშრომები რაზეა და დანარჩენი ინფორმაცია ჩვენს სამეცნიერო ნაშრომზეც საჯაროა, ფულის გადახდა არ არის საჭირო, რომ ვიღაც შევიდეს და ნახოს.
რაც დღეს ხშირად ტრიალებს მედიაში, ძირითადადარის ის, რომ უნდათ თქვან, რომ ჩვენი კვლევა უდევს საფუძლად იმ გადაწყეტილებას თუ როგორც არის, იმ დასკვნას, რომ გამოიყენეს კონკრეტული ნივთიერება, რაც ჩენი კვლევის საგანი არ ყოფილა და კონკრეტული წუთი და საათი დავუსახელე, სადაც ბიბისი კონკეტულად ამას ამბობს. ვიდეოში არის 36 წუთი და მე-12 წამი, სადაც ამბობს, რომ ამ კვლევის საფუძველზე ვერ დადგინდა კონკრეტული აგენტი რაც იყო, იმიტომ, რომ არ იყო ჩვენი მიზანი ეს, რომ შეგვესწავლა და ამის შემდგომ მე რამდენჯერმე ვუთხარი, რომ თუ აინტერესებთ, საიდან მივიდა ბიბისი ამ კონკრეტულ დასკვნამდე, 36 და მე-13 წამიდან რომ დაიწყონ ყურება, მაგაზეა.
ჩემი აზრით, მათ უნდათ, თქვან, რომ ბიბისი დაეყრდნო ჩვენს კვლევას, როდესაც ეს თქვა, ამით მოახდინონ ბიბისის დისკრედიტირება და ისე გამოყვანონ, თითქოს ბიბისი ჩვენს კვლევაზე დაფუძნებით ამბობს იმას, რასაც ამბობს, რაც რეალობას არ შეესაბამება. სავარაუდოდ, ეს არის ასევე დაშინების ეფექტის მქონე და ჩემი აზრით, ასევე ეცდებიან, თუ ეს ყველაფერი არ გავიდა, ვიღაცა დასაჯონ კიდეც სიმბოლურად ან გატევების ვაცად, - ამბობს ჩახუნაშვილი.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.
ვრცელ გამოძიებაში საუბარია კონსტანტინე ჩახუნაშვილზე, ექიმზე, პედიატრზე, რომელსაც ნივთიერება თვალებში მოხვდა. BBC მედიკოსის მიერ ჩატარებულ კვლევაზე ამახვილებს, რომლითაც კონსტანტინე ჩახუნაშვილს სურდა, რომ გაერკვია, ჰქონდა თუ არა ვინმეს მსგავსი სიმპტომები.
- BBC კონსტანტინე ჩახუნაშვილის მიერ გამოკვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ შედეგებით დადასტურდა, რომ წყლის ჭავლი ქიმიურ ნივთიერებას შეიცავდა. BBC აღნიშნავს, რომ მიუხედავად ქართული ოცნების მიმართ მოწოდებისა, დაესახელებინათ, თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე უარი თქვა.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.