ცნობილია, ვინ დაინიშნა Eagle Hills საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოში

02.12.25 22:21
ცნობილია, ვინ დაინიშნა Eagle Hills საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოში

Eagle Hills-ის პროექტის სამეთვალყურეო საბჭოში საქართველოს მხრიდან თორნიკე ზირაქიშვილი და ირაკლი ნადარეიშვილი იქნებიან.

შესაბამისი გადაწყვეტილება კომპანიის დამფუძნებელმა აქციონერმა, მოჰამედ ალაბარმა მიიღო. აღნიშნული შესაძლებელი გახადა მეწარმეთა კანონში გასულ კვირაში შეტანილი ცვლილებით, რომლითაც საჯარო მოხელეებს უფლება მიეცათ დაიკავონ ისეთი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობა, სადაც სახელმწიფო აქციათა 50%-ზე ნაკლებს ფლობს.

ასევე, განახლდა Eagle Hills საქართველოს წესდება, სადაც ასახულია კომპანიის სააქციო კაპიტალის ცვლილება და მისი 33.33%-ის სახელმწიფოსთვის გადაცემა.

 

მსგავსი სიახლეები