საინტერესოა, გამოძიება რატომ არ იბარებს გამოკითხვაზე შს ყოფილ და ამჟამინდელ მინისტრებს BBC-ს ფილმზე - ქურდოვანიძე
საინტერესოა, გამოძიება რატომ არ იბარებს გამოკითხვაზე შს ყოფილ და ამჟამინდელ მინისტრებს BBC-ს ფილმზე - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საიას ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე წერს,
ქურდოვანიძეს ასევე აინტერესებს, როდის აპირებს შსს გაასაჯაროვოს ინფორმაცია გამოყენებული ნივთიერების შესახებ.
საინტერესოა, გამოძიება რატომ არ იბარებს გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა ყოფილ და ამჟამინდელ მინისტრებს BBC-ს ფილმზე. ან შსს როდის აპირებს გაასაჯაროვოს ინფორმაცია გამოყენებული ნივთიერების შესახებ, მათ შორის, შესყიდვის დოკუმენტები, მარაგებში არსებული მონაცემები და ა.შ.
მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანის მიზნით, გამოკითხვაზე იბარებენ დაზარალებულებს და უფლებადამცველებს, - წერს ქურდოვანიძე.