BBC-ის ფილმის გამო საქალაქოში ექიმ დავით ჩახუნაშვილისა და სხვა მკვლევარების გამოკითხვა იწყება - რა აქვთ სათქმელი

03.12.25 11:24
BBC-ის ფილმის გამო საქალაქოში ექიმ დავით ჩახუნაშვილისა და სხვა მკვლევარების გამოკითხვა იწყება - რა აქვთ სათქმელი

BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში ექიმ დავით ჩახუნაშვილის გამოკითხვა იწყება. მედიკოსის თქმით, ის მხოლოდ იმ მასალებზე ისაუბრებს, რაც თავად სტატიაშია გამოქვეყნებული, რადგან დამატებითი დეტალები არ არსებობს. ჩახუნაშვილი ხაზს უსვამს, რომ BBC-სთვის ინტერვიუ არ მიუცია, თუმცა სტატიის ერთ-ერთი მკვლევარია და, როგორც ამბობს, გამოკითხვაზე უკვე სხვა მკვლევარებიც არიან დაბარებულები.

ჩახუნაშვილი ასევე აცხადებს, რომ BBC-ს ფილმში ნახსენებ ორ ქიმიურ ნაერთზე TCE-სა და „კამიტეზე“  კვლევაში ერთ სიტყვაც არ არის ნახსენები. 

რაზეც შემიძლია, ვისაუბრო გამოკითხვაზე, არის მხოლოდ სტატია და ამ სტატიაში გამოქვეყნებული მასალები და ის მიგნებები, რაც ამ სტატიამ გამომაჟღავნა, სხვა კონკრეტული დეტალები ფიზიკურად არც არსებობს, რაზეც მე შემიძლია, ვისაუბრო. მე ინტერვიუ არ მიმიცია, მაგრამ მკვლევარი ვარ ამ სტატიის, ერთ-ერთი მონაწილე პირი და როგორც ხედავთ, უკვე სხვა მკვლევარებიც არიან დაბარებულები.

სტატიაში ჩვენ გვყავს გამოკვლეული, დაახლოებით, 69 ადამიანი. ეს არის იმ ადამიანების ჯუფი, ვინც მიიღო მონაწილეობა უშუალოდ ლაბორატორიულ და ინსტრემენტალურ კვლევაში. სევე, კვლევის ფარგლებში ჩვენ გვაყვდა 31 ადამიანი. ეს იყო კონტროლჯგუფი ანუ ის კონკრეტული ლაბორატორიული, უფრო სწორად გამოკვლევის პარამეტები, რაც შევადარეთ იმ 69 ადამიანისას. ვისაც ჩივილები უგრძელდებოდათ, გარკვეული ცვლილებები ნამდვილად აღენიშნებოდათ სხვადასხვა პარამეტრებში, რაც ყურადღებას საჭიროებს.

BBC-შ ნახსენები ორი ნივთიერება, რაც არის თისიი და მეორე კამიტე, ამ კონკრეტულ ნაერთებთან დაკავშირებით ჩვენ კვლევაზე ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები, - ამბობს დავით ჩახუნაშვილი. 

ირკვევა, რომ გამოკითხვაზე დაიბარეს დავით ჩახუნაშვილის მამა, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ მეცნიერების წარმომადგენელთა გამოკითხვაზე დაბარება სრულიად გაუგებარი და მიუღებელია.

განცვიფრებული ვარ, გაკვირვებული ვარ და ისიც არ ვიცი, რა ვთქვა. რომ სამეცნიერო შრომის დაბეჭდისთვის ასეთ კომპეტენტურ ჟურნალში, რეიტინგულ, ციტირებულ ჟურნალში, რომ ავტორები დაიბარონ და კითხვები დაუსვან. ეს ნიშნავს, რომ უმეცრების იმის იქით არის, იმიტომ, რომ იქ დაბეჭდილი ყველა შრომა გადის ლიცენხხირებას პროფესიონალების მიერ. იქ არის კლინიკური შემთხვევების აღწერა, სხვა არეფერზეა საუბარი, ამიტომ კარგად დაჯდეს სულყველა, თუ ენა არ იცის, მოისვას თარჯიმანები, კარგად თარგმნონ და გაიგონ, - ამბობს გიორგი ჩახუნაშვილი.   

დღესვე აღნიშნულ საქმეზე გამოიკითხება საიას უფლებადამცველი თამარ ონიანიც. იურისტმა ავტორიტეტულ მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოში დემონსტრანტების უფლებები ირღვეოდა. 

ონიანი მზად არის, მომიტინგეების უფლებების დარღვევაზე გამოკითხვაზეც ისაუბროს. 

დღეს მე თბილისის საქალაქო სასამართლოს წინაშე დავადასტურებ უკვე ყველაფერ იმას, რაზეც საია ერთ წელზე მეტია საუბრობს საზოგადოების წინაშე. კერძოდ, ვგულისხმობ, ადამიანის უფლებების დარღვევის სხვადასხვა ფაქტს, რომელი დოკუემნტირებულია, რომელზეც მტკიცებულებებია შეგროვებული და განსაკუთრებით ეს ეხება სისტემურ წამებას, - თქვა ონიანმა გამოკითხვაზე შესვლამდე. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.  

ვრცელ გამოძიებაში საუბარია კონსტანტინე ჩახუნაშვილზე, ექიმზე, პედიატრზე, რომელსაც ნივთიერება თვალებში მოხვდა. BBC მედიკოსის მიერ ჩატარებულ კვლევაზე ამახვილებს, რომლითაც კონსტანტინე ჩახუნაშვილს სურდა, რომ გაერკვია, ჰქონდა თუ არა ვინმეს მსგავსი სიმპტომები.

  • BBC კონსტანტინე ჩახუნაშვილის მიერ გამოკვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ შედეგებით დადასტურდა, რომ წყლის ჭავლი ქიმიურ ნივთიერებას შეიცავდა. BBC აღნიშნავს, რომ მიუხედავად ქართული ოცნების მიმართ მოწოდებისა, დაესახელებინათ, თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე უარი თქვა.

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

  • განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები