ქლიავი 102 %, მსხალი 53%, კარტოფილი 28.6% და პური 21.5% - TOP-10 პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტად გაძვირდა

03.12.25 12:44
ქლიავი 102 %, მსხალი 53%, კარტოფილი  28.6% და პური  21.5% - TOP-10 პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტად გაძვირდა

საქსტატმა ინფლაციის ამსახველი დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ასახულია გასული თვის განმავლობაში 305 ძირითადი საქონლისა და მომსახურების ფასების ცვლილება. მთლიანობაში ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8% შეადგინა, რაზეც ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების 10%-იანმა ზრდამ იქონია.

ამასთან, ძირითად სამომხმარებლო საქონელს შორის არაერთზე ფასები ორნიშნა რიცხვით არის გაზრდილი, მათ შორის გასულ თვეში ქვეყანაში გაძვირდა პური, რის შედეგადაც ეს საქონელი ტოპ-10 ყველაზე გაძვირებულ საქონელს შორის მოხვდა.

რაც შეეხება ყველაზე მეტად გაძვირებულ საქონელს, აქ პირველ ადგილს ქლიავი იკავებს 102%-ით, მეორე ადგილზეა მსხალი 53%-ით. ასევე, მკვეთრად გაძვირდა კაკაო, კარტოფილი, ატამი და სხვა სასურსათო პროდუქტები.

2025 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებლები - ყველაზე მეტად გაძვირებული საქონელი და მომსახურება:

  • 1. ქლიავი - 101.8%
  • 2. მსხალი  - 53.0%
  • 3. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი -  47.2%
  • 4ლიმონი -  45.5%
  • 5. ატამი  -  35.7%
  • 6. კარტოფილი  -  28.6%
  • 7. ნაყინი  -  26.9%
  • 8. საავადმყოფოს მომსახურება -  25.5%
  • 9. ხორბლის პური -  21.5%
  • 10. კაკაო  -  21.2%

მსგავსი სიახლეები