“ექიმმა მკითხა, რამე ქიმიურ პრეპარატს ხომ არ ვიღებდი“ - დარბევისას დაშავებულ მოქალაქეს ყელში თიაქარი დაუდგინდა

03.12.25 13:16
“ექიმმა მკითხა, რამე ქიმიურ პრეპარატს ხომ არ ვიღებდი“ - დარბევისას დაშავებულ მოქალაქეს ყელში თიაქარი დაუდგინდა

“პირველებმა“ ჩაწერა კიდევ ერთი დაშავებული, რომელიც ამბობს, რომ სავარაუდოდ, ქიმიური მოწამვლის შემდეგ ჯანმრთელობა გაუუარესდა.

თეონა ფანქველაშვილის ამბობს, რომ მას ყელში თიაქარი დაუდგინდა და როდესაც ექიმთან მივიდა, მან პირდაპირ უთხრა, რომ სავარაუდოდ, მაპროვოცირებელი იყო ის ქიმიური ნაერთები, რომელიც რუსთაველზე იყო გამოყენებული.

როდესაც უკვე გართულდა სიტუაცია, ექიმთან მივედი, მან მკითხა, რამე ქიმიურ პრეპარატს ხომ არ ვიღებდი. ვუთხარი, რომს აპროტესტო აქციებში ვიღებდი მონაწილეობას, იქ ვიმყოფებოდი, როდესაც მხუთავ აირს და წყლის ჭავლს გვასხამდნენ, შესაბამისად, ექიმმა მითხრა, რომ ალბათ ეს ყელის თიაქარი აქედანაა გამოწვეული, რომლის შედეგადაც მაქვს ხშირი წნევის ვარდნა, გულსი აჩქარება, რამდენიმე ჩემს მეგობარსაც, ზუსტად იგივე დიაგნოზი აქვს, დარბევების შემდეგ და ექიმმა მათაც ზუსტად იგივე უთხრა, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია მხუთავი აირის შედეგად, - ამბობს თეონა ფანქველაშვილი.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.  

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

  • განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები