რა კითხვები ჰქონდათ ექიმ დავით ჩახუნაშვილთან, რომელიც BBC-იმ ჩაწერა
ექიმი დავით ჩახუნაშვილი, რომლის გამოკითხვაზე სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა, ამბობს, რომ გამომძებლებს მასთან კითხვები მის განათლებასა და "ბეგრაუნდზე" ჰქონდათ.
საქმე ეხება სუს-ში BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფაგლებშიც ჩახუნაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.
მედიკოსის თქმით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ გამომძიებლებს დასკვნა საერთოდ არ ჰქონდათ წაკითხული. ჩახუნაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მათ კვლევაში "კამიტე" საერთოდ ნახსენები არ ყოფილა. ამის მიუხედავად, ექიმი ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში ყველაფრის მოლოდინი აქვს.
ძირითადი კითხვები იყო ჩემს განათლებაზე, ბეგრაუნდზე, სად ვსვწავლობდი, ჩემი სამეცნიერო ხარისხი როგორია, სად დავამთავრე. დეტალებში ავუხსენი მოსამართლეს, რა იყო ჩვენი კვლევის მიზანი, მეთოდოლოგია და დასკვნა, უბრალოდ, გამოძიების მხარეს ისევ ჰქონდა კითხვები, თუ დასკვნა რა იყო, როდესაც მე უკვე ამაზე პასუხი გავეცი. ანუ როგორც ჩანს, ვერ მიხვდა ზუსტად, კვლევის მეთოდოლოგიებში კარგად არ იყო გარკვეული, დასკვნაშიც ალბათ კარგად არ იყო გარკვეული და მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ წაკითხული არ ჰქონდათ კვლევა. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ალბათ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი რამის მოლოდინი. ჩვენ სამივე ვფიგურირებთ და მონაწილეობას ვღებულობდით კვლევის პროცესში. შეიძლება, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყოს. მეორე მიზეზი შეიძლება, ის იყოს, რომ ასე ვთქვათ, ჰქოდნეთ იმის მცდელობა, რომ მომავალში ვინმე კონკრეტულ ადამიანზე ჰქონდეთ ფსიქოლოგიური თუ სხვანაირი ზემოქმედება. აინტერესებდათ, ფიგურირებდა თუ არა კამიტე ჩვენს სტატიაში და ეყრდნობოდა თუ არა ბიბისის კვლევა ჩვენს სტატიას. ამაზე გავეცით პასუხი, რომ ჩვენს კვლევაში კამიტე და ის ნივთიერება, რომელიც მანამდე იყო ნახსენები, წყალში გამხსნელი, ამაზე საუბარი არ ყოფილა და ბიბისი რა მტკიცებულებებს ეყრდნობა და რაზე საუბრობს, არის კონკრეტულ მონაკვეთებში მოცემული, - თქვა დავით ჩახუნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.
ვრცელ გამოძიებაში საუბარია კონსტანტინე ჩახუნაშვილზე, ექიმზე, პედიატრზე, რომელსაც ნივთიერება თვალებში მოხვდა. BBC მედიკოსის მიერ ჩატარებულ კვლევაზე ამახვილებს, რომლითაც კონსტანტინე ჩახუნაშვილს სურდა, რომ გაერკვია, ჰქონდა თუ არა ვინმეს მსგავსი სიმპტომები.
- BBC კონსტანტინე ჩახუნაშვილის მიერ გამოკვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ შედეგებით დადასტურდა, რომ წყლის ჭავლი ქიმიურ ნივთიერებას შეიცავდა. BBC აღნიშნავს, რომ მიუხედავად ქართული ოცნების მიმართ მოწოდებისა, დაესახელებინათ, თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე უარი თქვა.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.