ეს ხელისუფლება ჯოჯოხეთის უფსკრულში მიექანება - არქიმანდრიტი

03.12.25 13:46
ეს ხელისუფლება ჯოჯოხეთის უფსკრულში მიექანება - არქიმანდრიტი

 

 

ეს ხელისუფლება, ჯოჯოხეთის უფსკრულში მიექანება, - ასე ეხმაურება არქიმანდირტი შიო კვარაცხელია BBC-ის გამოძიებას და ამბობს, რომ “ძალადობის და ბოროტების წინაშე დუმილი თანამონაწილეობას ნიშნავს“.

მისი თქმით, სასულიერო პირებს ახლა ყველაზე მეტად მართებთ, რომ ასეთ რაღაცებზე ხმა აიმაღლონ.

ძალადობის და ბოროტების წინაშე დუმილი ნიშნავს იმას, რომ შენც იგივე თანამომაწილე ხარ ამ დუმილის. სასულიერო პირებს ყველაზე მეტად გვმართებს ის, რომ ასეთ რაღაცებზე ხმა ავიმაღლოთ. კარგად არის დათა თუთაშხიაში ნაჩვენები, იმპერიის მსახურებას შეუძლია ადამიანი გარყვნას. რუსეთის იმპერიის მსახურებამ ძმას ძმა მოაკვლევინა. ის რუსეთია დღეს, დღეს ამ რუსეთის მსახურებამ, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს, მოიტანა ის, რომ ხალხი დაწამლეს, შეცდომაზე ადამიანი თუ გონს არ მოეგო, იქ ვერ ჩერდება, არ ჩერდება, უმატებს უფრო მძიმე და საშინლე რაღაცებს, ამ დღეშია ეს ხელისუფლება, ჯოჯოხეთის უფსკრულში მიექანება, - განაცხადა შიო კვარაცხელიამ. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.  

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

  • განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები