ხასაიასთან ერთად დაკავებულმა ბრალი აღიარა - ის საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

03.12.25 15:58
ხასაიასთან ერთად დაკავებულმა ბრალი აღიარა - ის საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

პარტია “გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრის, გელა ხასაიასთან ერთად ბრალდებული  ვასილ ქერდიყოშვილი ბრალს აღიარებს.

მოსამართლის შეკითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა ქერდიყოშვილის მიმართ საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება, პროკურორმა აღნიშნა, რომ „ჯერჯერობით მიღწეული არაა, თუმცა სამომავლოდ არ გამოვრიცხავ“. 

ქერდიყოშვილის უფლება დამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გელა ხასაიასნაირი ბრალდება არ აქვს წარდგენილი და იმას, რომ მისი მოთხოვნა, საპროცესო შეთანხმებაზე დაკმაყოფილდეს, საფუძველი არ სჭირდება.

საპროცესო შეთანხმებაზე მივმართე, 4 დღის წინ, თუმცა, პროკურატურისგან ჯერ პასუხი არ გვაქვს. 

კითხვაზე, რის საფუძველზე ელოდება საპროცესო შეთანხმებას, უფლებადამცველი ამბობს:

რა კითხვებს მისვამთ, თუ უნდათ იმათაც [ხასაიას ადვოკატებმა] მიმართონ, ვინ შეუზღუდათ. საპროცესო შეთანხმების ერთ-ერთი წინაპირობა არის აღიარება და მონანიება, თუ მეორე არ აღიარებს, ცხადია, ვერ მიმართავს, - თქვა მან.

შემდეგი პროცესი 11 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიმართება და ამ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს და მტკიცებულებების განხილვის ეტაპიც დაიწყება.

ცნობისთვის, პროკურატურა გელა ხასაიას ედავება, რომ მან 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს - რამაზ ჩადუნელს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები