სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა ადამიანი, რომელიც BBC-ის კადრში მოხვდა

03.12.25 18:42
სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა ადამიანი, რომელიც BBC-ის კადრში მოხვდა

BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტთან დაკავშირებით მაგისტრი მოსამართლის წინაშე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) იურისტი, მარიამ ჯიქაძეც დაიკითხა, რომელსაც ბრიტანული გამოცემისთვის ინტერვიუ არ მიუცია, მას BBC-ის ჟურნალისტებისთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს, უბრალოდ კადრში გამოჩნდა. 

მარიამ ჯიქაძის უფლებადამცველის, საია-ს იურისტის ჯუბა ქათამაძის თქმით მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვაზე დაბარება უკანონოა. ადვოკატის განმარტებით, პროკურატურის კითხვები არაზუსტ ინფორმაციას და ტყუილს შეიცავდა. 

ჯუბა ქათამაძის განცხადებით, ამ პრინციპით შეიძლება გამოკითხვაზე ნებისმიერი ადამიანი დაიბარონ, ვინც კადრში მოხვდა.

საფუძველი, პირველივე რაც შეიძლება ითქვას, რაც მოსამართლემ გააჟღერა მარიამის გამოკითხვაზე დაბარების, იყო ის რომ [მარიამი] ინტერვიუს, ან ინფორმაციას აწვდიდა BBC-ის, რაც თავის-თავად ტყუილი იყო. 

მისი დაბარება უკვე უკანონო იყო, თუმცა ასევე ეს განჩინებაც არ გადმოგვცემია სასამართლოს მხრიდან, რაც დავაფიქსირეთ. 

შემდგომში გამომძიებლის ეს მიზანმიმართული კითხვები, რომლებიც არაზუსტ ინფორმაციას, ტყუილებს შეიცავდა, რომ თითქოს მან ინტერვიუთი ვინმეს რაიმე ინფორმაცია მიაწოდა. იყო ის კითხვები, რაც უკვე არაერთხელ მოისმინეთ სხვებისგანაც, იმ კონკრეტული ნაერთის შესახებ ფლობ თუ არა ინფორმაციას. ამ ფილმშიც არის ნალაპარაკები, რომ ამის წყარო, ამ კონკრეტულ ნაერთთან დაკავშირებით, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" არ ყოფილა და ამასთან დაკავშრებით დასმული კითხვები რას ემსახურება თუ არა პროპაგანდას.

საერთოდ მარიამის ხმაც კი არსად არ ისმის, კადრში ჩანს, თუმცა ინტერვიუში არსად არ მონაწილეობს. მარიამის დაბარების სტანდარტს თუ გავითვალისწინებთ, ვინც კი გამოჩენილა, შეიძლება ნებისმიერი ადამიანი დაიბარონ," - განაცხადა ჯუბა ქათამაძემ. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

  • განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

მსგავსი სიახლეები