ყავა მეამა სამთავრობო არხებზე რეკლამის ყველაზე მსხვილი განმთავსებელი გახდა
ყავა მეამა სამთავრობო არხებზე რეკლამის ყველაზე მსხვილი განმთავსებელი გახდა - ინფორმაცია ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, 2025 წლის III კვარტალში ქართული ტელევიზიების ყველაზე მსხვილი რეკლამის დამკვეთების მონაცემები გამოაქვეყნა.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში - ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან, ჯამში, 29,3 მილიონი ლარი მიიღეს.
ტელე იმედზე, რუსთავი 2 ზე, ჯი დი ესა და პოსტ ტივიზე, რეკლამის ერთ ერთი ყველაზე მსხვილი განმთავსებელი, ყავის ბრენდი მეამაა.
„მეამა“ - კომპანიის 90%-ს ფლობს ბიზნესმენი სულიკო ვარსემაშვილი.
მარეგულირებელი კომისიის ანგარიშში მეამას მიერ სარეკლამო მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ზუსტი ოდენება დაკონკრეტებული არ არის, თუმცა მითთებულია რომ კომპანიამ 4 სამთავრობო არხზე, მინიმუმ 2 მილიონი ლარი გადაიხადა.
- ComCom- მონაცემებით, მეამამ ამ ტელევიზიების ეთერში 500 ათას ლარზე მეტის რეკლამა შეიძინა.