ზუგდიდში სკოლის მოსწავლეები თანასკოლელს გაუპატიურებით დაემუქრნენ

03.12.25 20:52
ზუგდიდში სკოლის მოსწავლეები თანასკოლელს გაუპატიურებით დაემუქრნენ

"პირველებისთვის" ანონიმური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ზუგდიდის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებმა, ამავე სკოლის კიდევ ერთ მოსწავლეს ტანსაცმლის გახდა აიძულეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სკოლის დამხმარე ნაგებობაში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს მოხდა.

ანონიმური წყაროს ცნობით, მე-10 კლასელი ბიჭები მე-9 კლასელ ბიჭს წარსულშიც აბულინგებდნენ.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 150-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობას და იძულებას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები