ეუთოს სამიტი ვენაში - რა პასუხს გასცემს მაკა ბოჭორიშვილი ევროპელ კოლეგებს BBC-ის საგამოძიებო ფილმის შემდეგ
"ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვენაშია - ავსტრიის დედაქალაქში, ეუთოს მინისტერიალი მიმდინაროებს.
როგორც ადგილიდან ჟურნალისტი დავით კიკალიშვილი იუწყება, ახლა ეუთოს საიუბილეო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის სამიტზე მთავარი ინტრიგაა, რა პასუხს გასცემს "ოცნების" მინისტრი ევროპელ კოლეგებს BBC-ის საგამოძიებო ფილმის შემდეგ, რომელშიც საუბარი იყო, რომ შესაძლოა დემონსტრანტების წინააღმდეგ აკრძალული მომწამლავი ნივთიერება იყო გამოყენებული.
- BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
ეუთოს სამიტი ის საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც ჯერ კიდევ იწვევენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს. ეუთოს მინისტერიალს ვენაში ესწრება ამერიკული დელეგაციაც.
ევროპისათვის დღეს დიდი გამოწვევაა უკრაინის ომი, სწორედ ეს იქნება მთავარი საკითხი ეუთოს სამიტზე, თუ როგორ დაეხმაროს უკრაინას და როგორ გადაირჩინოს თავი. ამიტომ საინტერესოა, რაზე შეთანხმდებიან ევროპული ლიდერები.