3 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა - თელავში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული

04.12.25 14:04
3 წლის ბავშვს ავტომობილი  დაეჯახა - თელავში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული

ამ წუთებში, პოლიციაა მობილიზებული, თელავში  ჭავჭავაძის ქუჩაზე - არსებული ინფორმაციით, 3 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მცირეწლოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას ამ წუთებში პირველადი დახმარება უტარდება.

ერთ-ერთი ვერსიით, მცირეწლოვანი გაჩერებულ მანქანაში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც ავტომობილის კარი გახსნა და გზაზე გადასვლა სცადა. ბავშვს ავტომობილი სწორედ ამ დროს დაეჯახა.

 

 

მსგავსი სიახლეები