"ფლანგვის დეტექტორი": საახალწლო სამზადისზე 12.5 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

04.12.25 14:20
"ფლანგვის დეტექტორი": საახალწლო სამზადისზე 12.5 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

2025 წლის საახალწლო მზადებაზე საქართველოში ჯამურად 12.5 მილიონ ლარზე მეტი ხარჯია დაგეგმილი, საიდანაც 10 მლნ ლარი ხუთ დიდ ქალაქზე მოდის. ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. 

კვლევის მიხედვით, მხოლოდ თბილისში საახალწლო ღონისძიებებსა და დეკორაციებზე დაახლოებით 8.28 მლნ ლარი დაიხარჯება, ხოლო შესყიდვების დიდი ნაწილი კვლავ გამარტივებული წესით ტარდება.

ბათუმში, რუსთავში, ქუთაისსა და სხვა არაერთ მუნიციპალიტეტში ტენდერების უმეტესობაში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობს, რაც "ფლანგვის დეტექტორის" ცნობით, კონკურენციის ნაკლებობაზე მიუთითებს.

ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 25 მუნიციპალიტეტი საახალწლო განათებებსა და ღონისძიებებზე ჯამში 2.56 მლნ ლარზე მეტს ხარჯავს; გურჯაანი 435 083 ლარით და საგარეჯო 303 000 ლარით ლიდერია ჩამონათვალში.

ვრცლად ნახეთ აქ: flangva.ge

მსგავსი სიახლეები