საპროტესტო სტენსილები თბილისში და მზადება აქციისთვის
"რეჟიმი ქიმიური იარაღით გწამლავს" - ამ შინაარსით საპროტესტო სტენსილები გამოჩნდა დღეს თბილისში. აქტივისტებმა თბილისის ქუჩები საპროტესტო სტენსილებით მოხატეს. პირველი ადგილი კი ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლე იყო.
ეს არის უცნობი ადამიანების პროტესტი. დაკავების რისკის მიუხედვად, მოქალაქეები ამ რისკზე წავიდნენ. რატომ ივანიშივლის რეზიდენცია? - არავის სჯერა რომ ივანიშივლის ნებართვის გარეშე ვინმე მოქალაქეების წინააღდმეგ ქიმიური ნივთირებეის გამოყენებას გაბედავდა.
პარალელურად კი თბილისში პროტესტის ახალმა ტალღამ იფეთქა. ამჯერადაც, ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში, მთავარი გადაწყვეტილება ისევ სტუდენტებმა მიიღეს - ახალგაზრდები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ერთხმად თანხმდებიან, რომ მთავარი გამოცდა მათ ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაზე აქვთ ჩასაბარებელი. ახალგაზრდები, რომლებიც საპროტესტო აქციების ავანგარდში ყოველთვის პირველები იდგნენ ახლა პროტესტის ახალ ეტაპზე გადადიან.
დეტალები ნახეთ, ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.