უწყვეტი პროტესტის 372-ე დღე - რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეები მსვლელობას მართავენ

04.12.25 22:11
უწყვეტი პროტესტის 372-ე დღე - რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეები მსვლელობას მართავენ

უწყვეტი პროტესტის 372-ე დღე  - რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეები მსვლელობას მართავენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მთავრობის ადმინისტრაციასთან იქნება სიტყვით გამოსვლები, შემდეგ კი ისევ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდებიან.

მათი მოთხოვნები უცვლელია: ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები.

მსგავსი სიახლეები