სპეცრაზმის დანაშაულის კვალს ჯანდაცვის სამინისტრო ფარავს, ეს კატასტროფაა- ექიმი ქიმიური იარაღის სკანდალზე

04.12.25 23:13
სპეცრაზმის დანაშაულის კვალს ჯანდაცვის სამინისტრო ფარავს, ეს კატასტროფაა- ექიმი ქიმიური იარაღის სკანდალზე

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადგილი აქვს შეთქმულებას, ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობენ შსს, სუსი და ჯანდაცვის სამინისტრო, - ამის შესახებ ექიმმა გიორგი კავკასიძემ გადაცემა “რეაციაში“ ქიმიური იარაღის სკანდალზე საუბრისას განაცხადა.

კავკასიძე 9 აპრილთან ავლებს პარალელს და ამბობს, რომ “მაშინაც კი, როცა ჩაკეტილი სივრცე იყო, საქართველო დამოუკიდებელი არ იყო და უნებართვოდ ვერაფერი კეთდებოდა, ჯანდაცვის მინისტრმა და ექიმებმა შეძლეს და იმ ღამეს მომხდარი ტრაგედიის შესახებ მსოფლიოს გააგებინეს.“

შესაბამისად, ექიმი მიიჩნევს, რომ “სპეცრაზმის დანაშაულის კვალს ჯანდაცვის სამინისტრო ფარავს, რაც კატასტროფაა.“

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადგილი აქვს შეთქმულებას, ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობენ შსს, სუსი და ჯანდაცვის სამინისტრო. იმიტომაც არის, რომ რა გამოიყენეს არ ამბობენ და ასევე, არ აღირიცხებოდა მიმართვიანობა. ნორმალურ ქვეყანაში ასეთ დროს აღირიცხება რამდენმა მიმართა სამედიცინოდ ახმარებას, რა ტრავმები, სიმპტომები ჰქონდათ და ა.შ. მე ვარ 9 არპილის მონაილე, იქ ვიყავი, როცა გავეშებული რუსები, ნიჩბებით წამოვიდნენ და ასხამდნენ რაღაცას. მთელმა მსოფლიომ გაიგო ამის შესახებ, იმიტომ, რომ საქართველოს ჰყავდა კარგი ჯანდაცვის მინისტრი და დიდი არმია ექიმების, რომლებმაც აღნუსხეს ყველაფერი, დაადასტურეს დოკუმენტურად და ამცნეს მსოფლიოს. დღევანდელი სამინისტრო მუშაობს, რომ დაფაროს დანაშაულის კვალი, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. მაშინდელმა ექიმებმა, ჩაკეტილობის პირობებში, მსოფლიოს გააგებინეს, რომ თავს რუსის ჯარი დაესხათ, დღეს რას ვხედავთ, საქართველოში, მომიტინგეებს თავს დაესხა სპეცრაზმი და მათი დანაშაულის კვალს სწორედ ჯანდაცვის სამინისტრო ფარავს, ეს კატასტროფაა, - ამბობს კავკასიძე.

მისი თქმით, იმ ადამიანების საგამოძიებო უწყებაშიდ აბარება, ვინც ბიბისის გამოძიება მიიღო მონაწილეობდა, უვიცობაა და მეტი არაფერი.

საქმე გვაქვს უვიცობასთან, უვიცობაა სუს-ის მხირდანდაც და ჯანდაცვის მხრიდანაც, რადგან მათი სტატია არის დაკვირვებითი, რომელიც რაღაცა ზემოქმედების შედეგებს და არა აგენტს. ზუსტად ეს აქვთ შესწავლილი და გამოთქმული აქვთ ვარაუდი, რომ ეს იყო სიესი, რადგან ნახე ე.წ. ბალონები, რომლითაც მოფენილი იყო რუსთაველი,- დასძინა მან.

მისივე თქმით, იმ კოდების ქვეშ არსებული ნივთიერებები, რომელიც აქციების დაშლისას გამოიყენეს, აკრძალულია და მხოლო ქიმიურ ინდუსტრიაში გამოიყენება, შესაბამისად, მისი გამოყენება ბრბოს დაშლის თვალსაზრისით კატეგორიულად აკრძალულია.

 

მსგავსი სიახლეები