შსს-მაც და ჯანდაცვის სამინისტრომაც, ხმამაღლა უნდა თქვას, რა ნივთიერება გამოიყენეს - ექიმი ნინო ოთარიშვილი
ექიმი კარდიოლოგი, ნინო ოთარიშვილი დარწმუნებულია, რომ აუცილებლად დადგება იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც აქციებზე დარბევის დროს საეჭვო ნივთიერებები გამოიყენეს.
ის მოუწოდებს შსს-ს და ჯანდაცვის სამინისტროს, გაასაჯაროონ, რომელ ნივთიერებაზეა საუბარი, მითუმეტეს, იმ შემთხვევაში, როცა მისი თქმით, ამტკიცებენ, რომ ის დასაშვები იყო.
“შსს-მაც, ჯანდაცვის სამინსიტრომაც, ხმამაღლა უნდა თქვას, რა ნივთიერება გამოიყენეს“,- განაცხადა ოთარიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“.
ის ექიმები, რომლებიც ვიღებდით ხმას და ვრეაგირებდით ყველა მოვლენაზე, დღემდე ვსაუბრობთ, სამწუხაროდ ის ექიმები, რომლებიც იყვნენ ჩუმად, დღემდე ჩუმად არიან. ჩვენი მოსაველოაბაა გავაგრძელოთ ახსნა და ყველა შესაძლო საშუალებით მივიტანოთ ადამიანებამდე ჩვენი ხმა, რა იყო,რ ა ხდება, რატომ არ არის მასობრივად დაზარალებული ადამიანები აღრიცხული, თუმ,ცა ყველას ტელეფონი ინახავს ამ კადრებს და ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია დაზარალბულების, რათა აღწერილი იყო ყველა ეს შემთხვევა. იმედს მაძლევს ის, რომ ეს საქმე გახდა ძალიან რეზონანსული, საქართველოს ფარგლებს გაცდა და ბიბისის გამოძიება ყურადღების მისაქცევი გახდა არა მარტო ექიმების და პოლიტიკოსებისთვის, არამედ იმ კონვენციური დანაშაულის გამო, უფრო მაღალი ჰააგის ტრიბუნალისთვის, რომელიც ასეთი ტიპის დანაშაულებებს იძიებს. დარწმუნებული ვარ, რომ პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება. ძალიან მნიშვენლოვანია, ითქვას რა ნივთიერება იყო, მითუმეტეს, აპელირება ხდება იმაზე, რომ ეს ნივთიერება დასაშვები იყო, მაშინ რატომ მალავენ. შსს-მაც, ჯანდაცვის სამინსიტრომაც, ხმამაღლა უნდა თქვას, რა ნივთიერება გამოიყენეს, - განაცხადა ოთარიშვილი.