ევა შაშიაშვილი უნდა გამოვიდეს გარეთ და უნდა გადაარჩინოს შვილი - შშმ ბავშვების მშობლები აქციას აანონსებენ

05.12.25 11:47
ევა შაშიაშვილი უნდა გამოვიდეს გარეთ და უნდა გადაარჩინოს შვილი - შშმ ბავშვების მშობლები აქციას აანონსებენ

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ქალი აქტივისტი დახმარებას ითხოვს - ადვოკატის ინფორმაციით, ევა შაშიაშვილი, რომელიც ონკოპაციენტია და ასევე ჰყავს სპეციალური საჭიროების მქონე შვილი, არაადიანურ პირობებში იმყოფება, არის შეუძლოდ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი-დღე მძიმდება. ირკვევა, რომ ამ საქმის შესახებ უკვე ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატიც.

საკანში ევას გადმოცემით არის გაუსაძლისი პირობები, სიცივე, ანტისანიტარია, რაც დამღუპველად მოქმედებს ევას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. როგორც უკვე იცით, ევა არის ონკოპაციენტი და აქვს სხვა დაავადებებიც. ჩვენ უკვე მივმართეთ სახალხო დამცველის აპარატს და ვახდენთ ყველა შესაბამის რეაგირებას, რატა ევას სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული", - ამბობს ადვოკატი.

დაკავებულ ქალ აქტივისტს სოლიდარობას უცხადებენ სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდების მშობლები - თამუნა იარაჯულის თქმით, ევა შაშიაშვილს ჰყავს 24 წლის შშმ გოგონა, რომელსაც საავადმყოფოში ყოფნის ვადა ეწურება, სხვა მომვლელი კი დედის გარდა არავინ ჰყავს. 

ევას პატიმრობა ეხება მის შვილსაც და ორ ადამიანს აპატიმრებენ ამით - ამბობს იარაჯული.

შშმ ბავშვების მშობლები ევას გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში 24 საათიანი პროტესტს აანონსებენ. 

24 საათიანი აქციები უნდა დავიწყოთ, რადგან ევა უნდა გამოვიდეს გარეთ, ევამ უნდა გადაარჩინოს შვილი. 2 თვიანი ვადა ჰქონდა იმ კლინიკას, სადაც მისი 24 წლის გოგონა იმყოფებოდა, გავიდა ეს პერიოდი და ფიზიკურად, სახელმწიფოს არ გააჩნია სერვისი, რომელიც გაუწევს დედის მაგივრობას კი არა სახელმწიფოს მაგივრობას. ევას პატიმრობა ეხება მის შვილსაც და ორ ადამიანს აპატიმრებენ ამით. ერთადერთი მხარდამჭერია ამ გოგოსი, რჩება დედის და სერვისის გარეშე. პატიმარს, რომელსაც აქვს ონკოდიაგნოზი და ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობაშია, რადგან შვილზე ნერვიულობს ძალიან, კიდევ წამების დამატებით, რავიცი... კიდევ მეთოდებს იყენებენ", - ამბობს იარაჯული. 

მსგავსი სიახლეები