"მამუკას აღარ მოვენატრე?" - სუს-მა თათა ხუნდაძის დაკითხვა გადაიფიქრა
სუს-მა პარტია "დროას" წევრის, თათა ხუნდაძის დაკითხვა გადაიფიქრა - ხუნდაძემ, რომელიც დღეს მაგისტრი მოსამართლის წინაშე უნდა გამოკითხულიყო, აცნობეს, რომ მამუკა მდინარაძის უწყება აღარ იბარებდა.
ხუნდაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც აქციაზე მძიმე ინტოქსიკაცია და დამწვრობა მიიღო. "დროას" წევრი "პირველებთან ყვება, რომ ძლიერი დაეწვა სახე, ხელები, სასუნთქი გზები.
რა ჩემი დაზიანება გაქრა, თუ მამუკას აღარ მოვენატრე? - ამბობს ხუნდაძე.
როგორც კი უწყება ჩავიბარე, დავწერე, ჩემს კურსელ მამუკა მდინარაძეს მოვენატრე და დამიბარათქო - საერთოდ, ჯერ დაბარება რაში ეწერა ჩემი, შემდეგ უკვე არდაბარება. ეს ორივე ფაქტი იმდენად სასაცილოა, რომ დამირეკეს სუს-იდან იმ კაცს ვეუბნებოდი, ახლა მეხუმრებით, თუ მართლა მეუბნებით-თქო. რა ჩემი დაზიანება გაქრა, თუ მამუკას აღარ მოვენატრე? ვერ ვხდები, რა შუაშია ჩემი ფბ პოსტები ან დაბარებასთან ან არდაბარებას შორის - ანუ გაქრა? მე დაზიანებები აღარ მიმიღია და არარ ვარ როგორც მოწმე საჭირო? საშინლად დამეწვა სახე და რამდენიმე კვირა მქონდა დაზიანება. ასევე დამეწვა ხელები, ასევე, როგორც ჩანს დამეწვა სასუნთქი გზები, გაუჩერებელი ღებინება მქონდა სისხლთან ერთად, ასევე თავბრუსხვევა, მაგრამ იმ მომენტში ყველამ ჩავთვალეთ, რომ სტრესია. ერთხელ ოპერასთან სასწრაფოში შევვარდი, მიშველეთ, ვკვდებითქო, ისე ცუდად ვიყავი, რავიცი ამას გავუზიარებდი, მაგრამ თუ არ აინტერესებს, შემიძლია ისევ ფბ-ზე დავპოსტო და იქნება მერე დავაინტერესო თავიდან". - ამბობს თათა ხუნდაძე.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. მდინარაძის უწყებას 5 დღის თავზე სამი ექიმი და სამი უფლებადამცველი ჰყავს გამოკითხული.